ანჩელოტი:„„პსჟ“-ს მხრიდან საჩივარი არ გამიკვირდება“
კარლო ანჩელოტიმ „იუვენტუსთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...
„კროოსის და მოდრიჩის როლი არ იცვლება, მათზე გამოცდილი ნახევარმცველები მსოფლიოში არ არსებობენ, სწორედ ამიტომ „რეალის“ წარმატებაში კვლავ დიდი წვლილი უნდა შეიტანონ. მათი სინთეზი ახალგაზრდებთან ერთად მნიშვნელოვანი იქნება.“
„ვინისიუსს საჯარიმოში თამაში ძალიან მოსწონს, ის ფლანგიდან საოცარია, თუმცა ახალი ამპლუაც იდეალურად მოირგო.“
„არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც მხოლოდ ინდივიდუალურ ჯილდოებზე ფიქრობენ, ხოლო „ბლანკოსში“ ასპარეზობენ მოთამაშეები, რომლებისთვისაც მთავარი მხოლოდ გუნდური წარმატება და კოლექტიური სულისკვეთებაა, სწორედ ამიტომ, ვამაყობ „რეალის“ ყველა მოთამაშით.“
„„პსჟ“ მადრიდის „რეალს“ მბაპეს გამო „ფიფაში“ უჩივის? ეს ალბათ რაღაც პოლიტიკურია, მე არაფერი ვიცი. საკვირველი ნამდვილად არაფერი იქნება. თუ პარიზული გუნდი გვიჩივლებს, ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ.“
„ახალგაზრდებს მეტი მოთმინება მართებთ, მათ უნდა უყურონ, რას აკეთებენ გამოცდილი ფეხბურთელები და როგორ მოვიდნენ დღევანდელ დღემდე.“
„ახალი სისტემა გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო პროდუქტიულები ვიყოთ, ვნახოთ რა გამოვა ამ სქემიდან. ჩემი ფეხბურთელები არაერთ სისტემას მოერგებიან. 4-4-2 განლაგებაში ჯუდ ბელინგემი ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს, ის შესანიშნავია.“
„ქალთა გუნდი დიდ პროგრესს აჩვენებს და იმედი მაქვს, ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც მამაკაცების გუნდია.“
„ნიკო ფაზი ნიჭიერი ფეხბურთელია, მან მუშაობა უნდა განაგრძოს.“
„თუ ახალი სისტემა შედეგს ვერ მოიტანს, ალტერნატივა არსებობს, ამაზე სანერვიულო არაფერი გვაქვს.“
„ორლანდოში „რეალს“ ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. არ ვიცოდი, რომ აქაური გუნდი მესის „მაიამის“ უნდა დაუპირისპირდეს. გამოდის, რომ ინტერესი დიდი იქნება.“
„„ორლანდოს“ გუნდი ხშირად მახსენებს კაკას, რომელიც აქ თამაშობდა, ბრაზილიელი ნამდვილი ლიდერი იყო.“
- 2 აგვისტო 2023
- 5 025
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.