არიბასის მსურველი „მალიორკაც“ გახდა
სერხიო არიბასის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია...
ესპანური გამოცემების ცნობით, სერხიოს მიმართ ინტერესს „ალმერია“ იჩენდა, თუმცა ახლა ასპარეზზე „მალიორკაც“ გამოვიდა, რომელიც მზად არის, ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადოს.
თავის მხრივ, მადრიდის „რეალს“ ესპანელის სატრანსფერო უფლებების 50%-ის დატოვება სურს.
„მარკას“ ცნობით, მიმდინარე კვირაში არიბასის მომავალი უნდა გაირკვეს. პერესს მოთამაშის გაშვება ლა ლიგის დაწყებამდე სურს.
- 1 აგვისტო 2023
- 320
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.