მბაპეს მოსაფიქრებელი ვადა ამოიწურა!
„პსჟ“-მ მბაპე მოსაფიქრებელი ვადა 31 ივლისის დღის ბოლომდე მისცა, თუმცა ვადა ამოწურულია...
ფრანგი აქამდე დუმდა, ახლა კი დროა იმისა, რომ მომავალთან დაკავშირებით პოზიცია გააჟღეროს.
არსებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლომდე კილიანი საკუთარ პოზიციას აუცილებლად დააფიქსირებს.
ესპანური გამოცემების ცნობით, მბაპეს გამადრიდელება ძალიან უცებ მოხდება და ეს დიდ პროცედურულ საკითხებს არ მოიცავს.
მას შემდეგ, რაც კილიანის „რეალში“ გადასვლა დაანონსდება, ტრანსფერიც მალევე უნდა შედგეს, რადგან მხარეებმა ტექნიკურ დეტალებს მანამდე შეათანხმებენ.
- 1 აგვისტო 2023
- 2 131
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.