მადრიდის "რეალს" ფეხბურთელების შესაძენად და გასაშვებად 1 კვირა დარჩა
ლა ლიგის დაწყებამდე 1 კვირაზე ნაკლები რჩება. ასე რომ "ბლანკოსმა" უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ იყიდონ და ვინ გაუშვას გუნდიდან...
ზუსტად 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც "ბარსამ" ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმა. კატალონიელებმა ბოლო თამაში "ვალიადოლიდს" "კამპ ნოუზე" მოუგეს, "რეალმა" კი მალაგაში ანგარიში ფრედ, 1:1 დაასრულა. "სამეფო კლუბს" 3 თვე ჰქონდა მოსაფიქრებლად, თუ ვინ შეეძინა და ვინ გაეშვა გუნდიდან. მადრიდულმა კლუბმა ახალი ფეხბურთელები შეიძინა, მაგრამ ჯერ–ჯერობით გუნდი არცერთ ფეხბურთელს არ დაუტოვებია.
გუნდი 3 ფეხბურთელი გაშვებას ეცდება, ეს ფეხბურთელები კი როისტონ დრენტე, რაფაელ ვან დერ ვაარტი და მაჰამადუ დიარა არიან.
ჟოზე მოურინიომ კიდევ 1 ფორვარდის დამატება თხოვა "სამეფო კლუბის" ადმინისტრაციას, ვალდანოს პასუხი კი ასეთი იყო: "წელს "რეალი" ფეხბურთელებს აღარ შეიძენს."
ინფორმაციის წყარო defensacentral.com
- 25 აგვისტო 2010
- 1 830
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.