პერესი ამერიკაში მბაპეს გამო არ გაფრინდა
ესპანური გამოცემების ცნობით, „ელ კლასიკოსთვის“ ფლორენტინო პერესი ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა ჩასულიყო, მაგრამ ესპანეთის დედაქალაქსი დარჩა, რისი მთავარი მიზეზიც კილიან მბაპეა...
არსებული ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელის იურისტთა ჯგუფი გუშინ მადრიდში იმყოფებოდა, სადაც მადრიდის „რეალის“ წარმომადგენლებთან მჭიდრო აუდიენცია ჰქონდა.
პერესი პირადად არავის ხვდება, თუმცა ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობს და სურს, რომ ტრანსფერი უმოკლეს დროში დახუროს და კილიანი მადრიდელი გახადოს.
ფრანსუა გალარდო აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ პერესის მადრიდში დარჩენის მიზეზი სწორედ მბაპეა.
Defensacentral-ის ინფორმაციით, „რეალის“ ტრანსფერის საკითხებზე ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვს, თუმცა ყველა აქტივობას ასაიდუმლოებს.
- 30 ივლისი 2023
- 3 746
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.