„პსჟ“ „ლივერპულთან“ ოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს
ფრანგული „პსჟ“ „ლივერპულთან“ ოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს...
მას შემდეგ, რაც „ლივერპულმა“ ფრანგულ კლუბს ოფიციალურად შესთავაზა 230 მილიონი ევრო, ალ ჰელაიფმა ინგლისურ კლუბს თანხმობა განუცხადა.
გამოდის, რომ მთავარი დაბრკოლება ახლა მბაპეა, რომელიც არა „ენფილდზე“, არამედ „ბერნაბეუზე“ თამაშზე ოცნებობს.
არსებული ინფორმაციით, კილიანს პრემიერლიგაში გადასვლაზე უკვე დაუკავშირდნენ, მაგრამ ფეხბურთელი არანაირ პოზიციას არ აფიქსირებს, ვინაიდან ხვალინდელ დღეს და ერთგულების ბონუსის სახით 40 მილიონი ევროს მიღებას ელის.
მბაპემ იცის, რომ სხვა კლუბებთნა საუბარი, ასევე საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირება მას ბონუსთან დაკავშირებით სამართლებრივ პრობლემებს შეუქმნის, სწორედ ამიტომ არაფერს ამბობს და დროც მასზე მუშაობს.
ფაქტობრივად გამოდის, რომ „პსჟ“ „ლივერპულს“ დათანხმდა, თუმცა მბაპე უარზეა.
- 30 ივლისი 2023
- 4 947
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.