„რეალის“ პრეზიდენტს კარვახალის შემცვლელი პრემიერლიგიდან მოყავს
ესპანური და ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ხვდება, რომ დანიელ კარვახალი მოწოდების სიმაღლეზე ვეღარ დგას...
უკვე ორი წელია მადრიდული გუნდის განაპირა მცველს პრობლემები აქვს და რეგრესს განიცდის, სწორედ ამიტომ, ადრე თუ გვიან მას შემცვლელი სჭირდება.
ფლორენტინო პერესის აზრით, „რეალის“ განაპირა მცველი ტრენტ ალექსანდრ არნოლდი უნდა გახდეს, რომელსაც „ლივერპულთან“ მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, მაგრამ წასვლაზე ფიქრობს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ტრენტისთვის ბრძოლა ინტენსიურ ხასიათს მომდევნო წელს მიიღებს, თუმცა „ბლანკოსი“ გაბრძოლებას ამ ზაფხულსაც გეგმავს.
მადრიდულ გრანდში ფიქრობენ, რომ 24 წლის მცველის დამატება 60-65 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.
- 30 ივლისი 2023
- 2 918
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.