MARCA - „რეალი“ 31 ივლისს ელოდება!
ესპანური „მარკას“ ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ 31 ივლისს ელოდება და იქამდე არანაირ ოფიციალურ შეთავაზებას არ აკეთებს...
წინადადება მზად არის, მადრიდული დელეგაცია ასევე მზადყოფნაშია გაემგზავოს პარიზში და შეხვდეს „პსჟ“-ს ოფიციალურ წარმომადგენლებს.
ფლორენტინო პერესი კილიანის სანაცვლოდ 150 მილიონი ევროს გადახდაზე უარს არ ამბობს, თუმცა ახლა საჭიროა მოთმენა და ემოციების მოთოკვა.
სანამ მბაპე პარიზული გრანდისგან ერთგულების ბონუსს არ აიღებს, „ბლანკოსი“ ოფიციალური მოქმედებებისგან თავს იკავებს.
„მარკას“ ინფორმაციით, ეს არის შეთანხმება სამეფო კლუბსა და კილიანს შორის, რომელსაც როგორც პრეზიდენტი პერესი, ასევე სამეფო კლუბის ბორდი პატივს სცემს.
- 26 ივლისი 2023
- 1 166
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.