ანჩელოტი:„პირობას გაძლევთ, თუ მბაპე „რეალში“ გადმოვა, ამას...

კარლო ანჩელოტიმ „მილანთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

„საკმაოდ კარგი თამაში გამოვიდა და ბიჭების გამოსვლით კმაყოფილი ვარ. განსაკუთრებულად მომეწონა ბელინგემი, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი საკმაოდ მაღალი იყო. დარწმუნებული ვარ, მოკლე სივრცეში თამაშს კიდევ უფრო დავხვეწავთ და ხარისხს გავზრდით. ეს იყო პირველი ტესტ მატჩი, მომდევნო დაპირისპირებებში კი კიდევ უფრო უკეთესები ვიქნებით.“

„რამდენიმე მომენტში შეცდომები დავუშვით, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ვფიქრობ, წინსვლა გვაქვს და მომდევნო დღეებში ხარვეზების აღმოფხვრას შევძლებთ.“

„ბელინგემი განსხვავებული ფეხბურთელია, როგორც გითხარით, ინგლისელი ძალიან მომეწონა. ჯუდის მანევრი შესანიშნავია, ის საოცარია როგორც ბურთთან ერთად, ასევე მის გარეშე. ძალიან მსიამოვნებს, რომ ახალგაზრდა მოთამაშე ჩემს გუნდს აძლიერებს.“

„ვიმედოვნებ, ბრაჰიმ დიასი ამ ხარისხს შეინარჩუნებს და მთელი სეზონის მანძილზე მოწოდების სიმაღლეზე იდგება. მოთამაშე „მილანდან“ დაბრუნების შემდეგ არნახულ პროგრესს აჩვენებს და ბრწყინვალეა ხაზებს შორის თამაშის დროს.“

„როდესაც რომბის სისტემას იყენებ, ნახევარდაცვაში ზეწოლას აძლიერებ და ბურთს ფლობ, მაგრამ დაცვაში პრობლემები გექმნება, სწორედ ამიტომ, იდეალური ბალანსის პოვნაა საჭირო.“

„4-3-3 უკვე ნაცადი ტაქტიკაა, ჩვენ საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გვყავს იმისთვის, რომ პოზიციებზე მოთამაშეების გადანაწილება მოვახდინოთ. აღნიშნულ სქემაში იდეალურად ჯდებიან როდრიგო, არდა გიულერი და ბელინგემი.“

„მბაპე? ჩვენ ახლა „მილანთან“ მატჩზე ვსაუბრობთ. პირობას გაძლევთ, თუ კილიანი „რეალში“ გადმოვა, ამას ჩემთან ერთად თქვენც გაიგებთ.“

  • Hala
  • 24 ივლისი 2023
  • 6 301
  • 4

1

24 ივლისი 2023 12:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 302
პაპა, თამაში მომეწონა, პრესეზონის კვალობაზე კაი იყო. პროსტა ვინისიუსი რაღაც ვერ ვიპოვე ამ უაზრო ტაქტიკაში და ჯობია 4-3-3 მიაწვე ისევ

2

24 ივლისი 2023 12:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 986
იმედია იყიდის რეალი მბაპეს და გაძლიერდება ცოტა თორე ამ გუნდით არამგონია ლა ლიგის ბოლო წლების მეფეს კონკურენცია გაუწიოს რეალმა
-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

3

24 ივლისი 2023 12:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 832
ციტატა: I N I E S T A 8
იმედია იყიდის რეალი მბაპეს და გაძლიერდება ცოტა თორე ამ გუნდით არამგონია ლა ლიგის ბოლო წლების მეფეს კონკურენცია გაუწიოს რეალმა

4

24 ივლისი 2023 13:50

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 279
ციტატა: BLACK MAMBA
ციტატა: I N I E S T A 8
იმედია იყიდის რეალი მბაპეს და გაძლიერდება ცოტა თორე ამ გუნდით არამგონია ლა ლიგის ბოლო წლების მეფეს კონკურენცია გაუწიოს რეალმა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)