მბაპე კარიერას არა „რეალში“, არამედ საუდის არაბეთში გააგრძელებს?
ესპანური გამოცემების ცნობით, კილიან მბაპეს „პსჟ“-დან წასვლა გადაწყვეტილია და ამ ამბავს წყალი არ გაუვა...
პარარელურად კი „რეალი“ აქტიურდება, თუმცა ასპარეზზე საუდის არაბეთის კლუბებიც გამოვიდნენ, რომლებიც კილიანს ზღაპრულ კონტრაქტებს სთავაზობენ.
ჯერ-ჯერობით არაოფიციალური და დაუდასტურებელი ინფორმაციით, საუდის არაბეთში მზად არიან, მბაპესთან 4 წლიანი თანამშრომლობის სანაცვლოდ 1 მილიარდ 200 მილიონი ევრო გადაიხადონ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგის წლიური ანაზღაურება 300 მილიონი ევრო იქნება.
გარდა ამისა კილიანი ისარგებლებს ყველა ბენეფიტით, რომელიც პირად სარეკლამო შემოსავლებს უკავშირდება.
როგორც ჩანს, მბაპესთან დაკავშირებით სიტუაცია უკიდურესად იძაბება.
- 22 ივლისი 2023
- 3 715
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.