შუსტერი:„არ მჯერა, რომ პერესი მხოლოდ ხოსელუს დასჯერდება“

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, ბერნდ შუსტერმა ფლორენტინო პერესზე ისაუბრა...

„მე ვიცნობ ფლორენტინო პერესის პოლიტიკას, რომელიც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა. „რეალი“ თავიდან ბოლომდე ახალგაზრდებზეა ორიენტირებული და ამაში ცუდი არაფერია, თუმცა მერწმუნეთ, „ბლანკოსის“ პრეზიდენტი მხოლოდ ხოსელუს ტრანსფერს არ დასჯერდება და წინა ხაზს გააძლიერებს.“

„დარწმუნებული ვარ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კილიან მბაპე მადრიდელი გახდება და ეს „ბლანკოსშიც“ კარგად იციან.“

„რონალდუ და ბენზემა სეზონში 30-40 გოლს იტანდნენ, ხოსელუს კი ეს ნამდვილად არ შეუძლია, სწორედ ამიტომ, „მერენგები“ გათვლას წინა ხაზის კიდევ უფრო გაძლიერებაზე გააკეთებენ.“

„„რეალს“ ყველა ვარიანტში სჭირდება თავდამსხმელი, რომელიც სეზონში 30-ზე მეტ გოლს გაიტანს, მბაპეს კი ეს ბრწყინვალედ გამოუვა.“

„კილიანი ნამდვილად არის იმ დონის ფეხბურთელი, რომელიც „მერენგებში“ არსებულ სტანდარტებს უპასუხებს. ეს სულ სხვა დონის შემტევია.“

„მბაპე ოქროს წლებს ფუჭად კარგავს, „პსჟ“ კი წლიდან წლამდე უფროდაუფრო უკმაყოფილოა. სწორედ ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. დროა შეთანხმება შედგეს და ფრანგი მოთამაშე სანტიაგო ბერნაბეუზე გადაბარგდეს.“


1

22 ივლისი 2023 00:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 876
Defensa Central-ის ცნობით, პსჟ თავდამსხმელ კილიან მბაპეს კონტრაქტს შესთავაზებს, რომლის ოდენობაც 1 მილიარდ ევროს შეადგენს.

გამოცემის მტკიცებით, ახალი ხელშეკრულება 10-წლიანი იქნება და თუ მბაპე დათანხმდება, აღნიშნულ თანხას ამ პერიოდის განმავლობაში გამოიმუშავებს.

მბაპეს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და გაგრძელება არ უნდა.
-----------------------
Decimotercero

2

22 ივლისი 2023 00:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 427
დაიწერა არ მიყავთ იაპონიაშიო

3

22 ივლისი 2023 07:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 607
ციტატა: Sani_Real
Defensa Central-ის ცნობით, პსჟ თავდამსხმელ კილიან მბაპეს კონტრაქტს შესთავაზებს, რომლის ოდენობაც 1 მილიარდ ევროს შეადგენს.

გამოცემის მტკიცებით, ახალი ხელშეკრულება 10-წლიანი იქნება და თუ მბაპე დათანხმდება, აღნიშნულ თანხას ამ პერიოდის განმავლობაში გამოიმუშავებს.

მბაპეს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და გაგრძელება არ უნდა.

თუ ისევ ფული ამჯობინა კარიერას,მაშინ 10 წელი რატო უნდა იწვალო 1 მილიარდის გულისთვის წადი არაბეთში 4 წელიც არ დაჭირდება მაგ 1მილიარდისთვის,რავი ლოგიუკრი ესეა და თუ ფულს არ დახამდა წამოვა რეალში ჩემი აზრით

4

22 ივლისი 2023 08:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 986
ციტატა: lasha-bacha
თუ ისევ ფული ამჯობინა კარიერას,მაშინ 10 წელი რატო უნდა იწვალო 1 მილიარდის გულისთვის წადი არაბეთში 4 წელიც არ დაჭირდება მაგ 1მილიარდისთვის,რავი ლოგიუკრი ესეა და თუ ფულს არ დახამდა წამოვა რეალში ჩემი აზრით

ფულს დახამდა ისედაც მეტი რაღას უნდა დახამდეს
-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

5

22 ივლისი 2023 11:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 181
ციტატა: Sani_Real
Defensa Central-ის ცნობით, პსჟ თავდამსხმელ კილიან მბაპეს კონტრაქტს შესთავაზებს, რომლის ოდენობაც 1 მილიარდ ევროს შეადგენს.

გამოცემის მტკიცებით, ახალი ხელშეკრულება 10-წლიანი იქნება და თუ მბაპე დათანხმდება, აღნიშნულ თანხას ამ პერიოდის განმავლობაში გამოიმუშავებს.

მბაპეს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და გაგრძელება არ უნდა.

სანი 500 ლიმონი შეთავაზეს 2026 წლამდე რო გააგრძელოს კონტრაქტი ანუ ორ წელიწადში და ტიპი უარზეა,მილიარდი კი კარგად ჟღერს მაგრამ 10 წელიწადში…

6

22 ივლისი 2023 11:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 427
ამ საიტს რომ დანძრრული აქ ისე არავის აქვს ბლოად რა,ყველგან რაღაცა იდება,ყველგან რაღაცა ხდება. რეალის საიტს რატო უნდა ყავდეს ერთი მწერალი გამაგებინოს ვინმემ,არაფერი პიროვნული და ვინმე ნუ შემომიხტებით ახლა რა

7

22 ივლისი 2023 11:53

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: profe
ამ საიტს რომ დანძრრული აქ ისე არავის აქვს ბლოად რა,ყველგან რაღაცა იდება,ყველგან რაღაცა ხდება. რეალის საიტს რატო უნდა ყავდეს ერთი მწერალი გამაგებინოს ვინმემ,არაფერი პიროვნული და ვინმე ნუ შემომიხტებით ახლა რა

ერთ მწერალს რომ თავი დავნებოთ, მოგონილ ამბებს წერენ, არ უთითებენ წყაროს და იმენა თავის აზრებს გვაჯერებენ, დაწერენ ასე : ესპანური გამოცემები, ფრანგული გამოცემები და ათასი აბდაუბდა კიდევ, როდესაც წყაროს არ უთითებ ესეიგი მატყუარა ვიგინდარა ხარ რა!!!

8

22 ივლისი 2023 12:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 427
ციტატა: Zeroni
ციტატა: profe
ამ საიტს რომ დანძრრული აქ ისე არავის აქვს ბლოად რა,ყველგან რაღაცა იდება,ყველგან რაღაცა ხდება. რეალის საიტს რატო უნდა ყავდეს ერთი მწერალი გამაგებინოს ვინმემ,არაფერი პიროვნული და ვინმე ნუ შემომიხტებით ახლა რა

ერთ მწერალს რომ თავი დავნებოთ, მოგონილ ამბებს წერენ, არ უთითებენ წყაროს და იმენა თავის აზრებს გვაჯერებენ, დაწერენ ასე : ესპანური გამოცემები, ფრანგული გამოცემები და ათასი აბდაუბდა კიდევ, როდესაც წყაროს არ უთითებ ესეიგი მატყუარა ვიგინდარა ხარ რა!!!

არა ისე არ მინდა გაიგოს ვინმემ რომ უმადური ვარ,ოღინდ ყურადღება მიექცეს და ტყუილმართალს გავარჩევ რამენაირად,უბრალოდ მახსოვს ადრე რამდენი მწერალი იყო,ერთმანეთს ეჯიბრებიდნენ,ახლა ერთ კაცს ვეკოდებით როდის გაიღვიძებს რომ რამე დაიწეროს

9

22 ივლისი 2023 12:19

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 122
თუ არგყოფნით მეგობრებო ის შრომა რასაც ადმინი დებს ამ საიტდი, არავინ არაფერს არ გაძალაბებთ შეგიძლიათ სხვა საიტზე გაეცნოთ სიახლეეებს, ან ასე მარტივი თუ გგონია შეეხმეიანოთ ადმინს დ თქვენც წეროთ სიახლეები, არამგონია უარი გითხრან. რაც შეეხება ჭორებს ოფიციალური განცხადებების გარდა ყველაფერი ჭორის დონეზეა ყველა საიტზე, მითუმეტეს აქ კიდევ გაფილტრული ინფორმაციები იდება, ასერომ ეს თქვენი კრიტიკა სრულიად უადგილო და შეუსაბამოა

10

22 ივლისი 2023 12:36

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 32 656
  • |
  • კომენტარები: 272
1. ამ საიტზე არცერთი ინფორმაცია არ იწერება, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. გამოიყენება მხოლოდ ავტორიტეტული გამოცემები და ტვიტერის ფეიჯები ავტორიტეტული ბლოგერების მიმართულებით.

2. გვერდს მხოლოდ 1 მწერალი არ ჰყავს, ერთი ნიკნეიმი გამოიყენება უბრალოდ სიახლეების დასადებად და ამას თავისი მიზეზები აქვს, რომელზეც აქ საუბარი არ არის საჭირო.

3.ყოველდღიურ რეჟიმში 15-20 მნიშვნელოვან ინფორმაციას ვაწვდით გვერდის მომხმარებლებს და მაქსიმალურად ვცდილობთ ოპერატიულები ვიყოთ.

4. პრესკონფერენციები, პრეზენტაციები, მნიშვნელოვანი სიახლეები ფაქტობრივად სინქრონული თარგმნის რეჟიმში იდება და რატომღაც იქ არ რჩებიან მადლიერები, პრესკონფერენციის დასრულებიდან 3 წუთში სრული ინტერვიუ რომ აქვს ქართულად ხელმისაწვდომი.

5. ყველას დიდი მადლობა, ვინც ჩვენი ძალიან მეგობრული და შინაურული გვერდის მომხმარებელი და გაკეთებული საქმის დამფასებელია.
-----------------------
HalaMadrid.Ge - ქართველი მადრიდისტებისთვის !!!

11

22 ივლისი 2023 13:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 302
ყველაფრისთვის დიდი მადლობა პირიქით. დილას რომ ვიღვიძებ აქ შემოვდივარ და ღამე ძილის წინაც აქ ვარ. მთელი მსოფლიოს სპორტული ტვიტერებია თუ გვერდებია, თავს იყრის აქ. კომფორტია არანორმალურად დიდი და მადლობა ბიჭებო ამისთვის

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)