„რეალი“ ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 70 მილიონს არ გადაიხდის
იტალიური გამოცემების ცნობით, ტურინის „იუვენტუსმა“ მადრიდის „რეალს“ დუშან ვლაჰოვიჩის იჯარით აყვანაზე უარი უთხრა და 70 მილიონი ევრო მოსთხოვა...
სამეფო კლუბის პოზიცია ამ ტრანსფერთან დაკავშირებით ცალსახაა. ფლორენტინო პერესი სერბი ფორვარდის სანაცვლოდ ამხელა თანხის გადახდას არ აპირებს, შესაბამისად მოლაპარაკებებს გაგრძელება ვერ მოჰყვება.
იმ შემთხვევაში, თუ „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა პოზიციას შეიცვლის, „რეალი“ ინტერესს კვლავ განაახლებს.
შეგახსენებთ, „ბლანკოსი“ მზად არის, მოთამაშე 1 წლიანი იჯარით აიყვანოს და შეთანხმებაში ჩაიდოს პუნქტი, სადაც ფლორენტინოს მისი გამოსყიდვის საშუალება ექნება.
- 21 ივლისი 2023
- 732
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.