კროოსი:„ამერიკული „ელ კლასიკო“ საინტერესო იქნება“
ტონი კროოსმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის წინ მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა...
„პრე-სეზონის ფარგლებში მატჩების ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართვა ყოველთვის სასიამოვნოა. ჩვენ ამ ტრადიციას არ ვარღვევთ და ახლაც მივემგზავრებით შტატების მიმართულებით, სადაც რთული სამუშაოების ჩატარებას ვგეგმავთ. ვიცით, რომ სეზონს თავიდანვე მოწოდების სიმაღლეზე უნდა შევხვდეთ, სწორედ ამიტომ ბევრს ვმუშაობთ და პროგრესზე ვფიქრობთ.“
„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ყურადღებას ვაქცევთ, როგორც ბურთთან ერთად მუშაობას, ასევე მის გარეშე. დიახ, კარგი პრე-სეზონი ხშირად წარმატებული სეზონის ფუნდამენტია.“
„ვარჯიშებზე ბოლომდე ვიტვირთებით, მაგრამ ტემპის მოსაპოვებლად ძალიან მნიშვნელოვანია თამაშების ჩატარება და მოწინააღმდეგე გუნდებთან საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა. 10 დღიან შუალედში 4 თამაშის გამართვა მოგვიწევს, რაც ტონუსში ყოფნას მოითხოვს.“
„ჩვენ ევროპაში ვმოღვაწეობთ, მაგრამ ამერიკაში ძალიან ბევრი გულშემატკივარი გვყავს, სწორედ ამიტომ მათთან შესახვედრად კარგად უნდა მოვემზადოთ. ცნობილია, რომ „რეალს“ და მანჩესტერ „იუნატედს“ შტატებში ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ.“
„„ელ კლასიკო“ საინტერესო იქნება. „ბარსელონასთან“ დაპირისპირებას არასდროს აქვს ფორმალური ხასიათი. უნდა აღინიშნოს, რომ „ბლაუგრანას“ წინააღმდეგ უკვე კარგ ფორმაში უნდა ვიყოთ, ვინაიდან იქამდე 2 თამაშის ჩატარება მოგვიწევს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტესტ მატჩები წარმატებით დასრულდეს.“
„შეერთებული შტატების მიზანი არის ზრდა და ფეხბურთის პოპულარიზაცია. მსოფლიო მუნდიალამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა დარჩენილი, მაგრამ ეს ქვეყანა დიდ სამზადისშია. წლების მანძილზე ამერიკელები დიდ პროგრესს აჩვენებენ.“
- 19 ივლისი 2023
- 1 347
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.