კალიენდო მაიკონის ტრანსფერზე
დუგლას მაიკონის აგენტმა ანტონიო კალიენდომ განაცხადა, რომ ყველაფერი პარასკევს გაირკვევა. ”ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ გადაწყვიტა ბრაზილიელი მცველი შეენარჩუნებინა მიუხედავად ”რეალის” ინტერესისა. როგორც ჩანს მოლაპარაკებები კვლავ განახლდება 29 წლის მცველის ტრანსფერზე.
FCinter1908-სთან ინტერვიუში კალიენდომ განაცხადა: ”ამჟამად ვერაფერს გეტყვით. ყველაფერი პარასკევს გაირკვევა, როცა სუპერ თასის ფინალი შედგება. ამ მატჩს სხვადასხვა კლუბების წარმომადგენლები დაესწრებიან. მათ შეეძლებათ მასიმო მორატისთან დალაპარაკება. ფორმალური ან ოფიციალური ჯერ არაფერია, მაგრამ მომავალში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს.”
ინფორმაცის წყარო: footballpress.net
- 24 აგვისტო 2010
- 1 790
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.