საკონტინენტთაშორისო თასი 1960
მადრიდის "რეალმა" მოიგო ჩემპიონატის პირველი გათამაშება "პენაროლის" წინააღმდეგ
მადრიდის "რეალმა" მოიგო პირველი საკონტინენტთაშორისო თასი 1960 წლის 4 სექტემბერს, ურუგვაიული მხარის "პენაროლის" წინააღმდეგ. პირველი თამაში ჩატარდა სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში და დამთავრდა 0-0. მადრიდისტებმა ბერნაბეუზე "პენაროლს" 5-1 სძლიეს.
პირველი თამაში
კლუბი "ატლეტიკო პენაროლი" 0-0 მადრიდის "რეალი"
პირველი მატჩი ჩატარდა 1960 წლის 3 ივლისს, მონტევიდეოში. კოპა ლიბერტადორეს ჩემპიონები ხვდებოდნენ ევროპის ჩემპიონ მადრიდის "რეალს", რათა გადაეწყვიტათ რომელი იყო მსოფლიოს საუკეთესო გუნდი. სტადიონი თამაშის დაწყებამდე 3 საათით ადრე შეივსო და სტადიონმა 6,000,000 პესეტა მიიღო. სამხრეთ ამერიკაში ეს მატჩი ყველაზე მაღალდასწრებიანი იყო.
მადრიდის "რეალის" ტექნიკურ სტილს ხელს უშლიდა წვიმიანი მინდორი. დი სტეფანოს გოლის გატანის 2 შანსი ჰქონდა, მაგრამ მეკარემ ორივეჯერ იმარჯვა.
მეორე თამაში
მადრიდის "რეალი" 5-1 კლუბი "ატლეტიკო პენაროლი"
120,000 ადამიანი შეიკრიბა სტადიონზე მეორე თამაშის საყურებლად. თამაშის მე-3 წუთზე პუშკაშმა გოლი გაიტანა დელ სოლის გოლის წყალობით. 2 წუთის შემდეგ დი სტეფანომ გოლი გაიტანა, უნგრელი შემტევის წყალობით, რომელსაც ბურთი ქუსლებზე მოხვდა და შემდეგ კარის მიმართულებით წავიდა ბურთი. მადრიდის "რეალის" მე-3 გოლი მე-10 წუთზე გავიდა, როდესაც პუშკაშმა თავისუფალი დარტყმიდან გაიტანა გოლი. ერეირამ მე-4 გოლი 44-ე წუთზე გაიტანა.
ბოლი 45 წუთი აღარ იყო ისეთი ამაღელვებელი. გენტომ გამოიყენა პუშკაშის შორეული პასი და 51-ე წუთზე თავისი გუნდის მე-5 გოლი გაიტანა. 10 წუთი იყო დარჩენილი თამაშის დამთავრებამდე, როდესაც "პენაროლის" სპენსერმა გოლი გაიტანა (80).
შემადგენლობები
მადრიდის "რეალი": დომინგეზი, მარკიტოსი, სანტამარია, პაჩინი, ვიდალი, ზარაგა, ერეირა, დელ სოლი, დი სტეფანო, პუშკაში, გენტო.
კლუბი "ატლეტიკო პენაროლი": მაიდანა, პინო, უილიამ მარტინეზი, აგუერე, მაიევსკი, სალვადორი, კუბილა, ლინაზა, ჰოჰბერგი, სპენსერი, ბორგესი.
გოლები: 1-0: პუშკაში (3); 2-0: დი სტეფანო (4); 3-0: პუშკაში (9); 4-0:ერეირო (44); 5-0: გენტო (51); 5-1: სპენსერი (80).
წყარო: realmadrid.com
- 24 აგვისტო 2010
- 1 765
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.