მბაპე პარიზშია - ალ ჰელაიფმა გადაწყვეტილება მიიღო!
ესპანური გამოცემების ცნობით, გუშინ საღამოს კილიან მბაპე საფრანგეთის დედაქალაქში დაბრუნდა...
დღეიდან ლუის ენრიკეს შეგირდმა გუნდთან ერთად ვარჯიში უნდა დაიწყოს, მაგრამ ფაქტია, რომ სიტუაცია ძალიან დაძაბულია.
„მარკას“ ინფორმაცით, ალ ჰელაიფი ხვალ „პსჟ“-ს საწვრთნელ ბაზაზე მისვლას გეგმავს. მიზანი გუნდის საერთო მდგომარეობის გაცნობაა, მაგრამ ეჭვი არავის ეპარება, რომ ნასერმა ეს ვიზიტი სწორედ იმ დროს დაამთხვია, როდესაც მბაპე გუნდს უბრუნდება.
ნასერმა გადაწყვიტა, რომ მბაპეს პირისპირ, პარიზელთა საწვრთნელი ბაზის ოფისში ესაუბროს და ყველაფერს წერტილი იქ დაუვას.
არაერთი გამოცემის ცნობით, ხვალინდელი დღე შესაძლოა გადამწყვეტიც გამოდგეს.
- 17 ივლისი 2023
- 5 594
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.