ბელინგემი:„„რეალის“ გასახდელში საოცარი გარემოა“
ჯუდ ბელინგემმა გუშინ საღამოს სამეფო კლუბის ბაზაზე გატარებული ერთი კვირა შეაფასა და საკუთარი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა...
„მიყვარს ყოველი წუთი, რომელსაც მადრიდის „რეალში“ ვატარებ. აქ საოცარი გარემოა და მიხარია, რომ თანაგუნდელებთან ერთად დიდი ენთუზიაზმით ვემზადები.“
„პინტუსი ძალიან ძლიერია. ის ძალიან დიდ დატვირთვას გვაძლევს და აქვს სპეციალური გეგმა, რომლითაც სამეფო კლუბი ვარჯიშობს. იტალიელი ნამდვილი პროფესიონალია.“
„ის, რაც აქამდე ვნახე ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ მჯერა, რომ მთავარი შთაბეჭდილებები ჯერ კიდევ წინ არის.“
„ვერავინ გაიგებს, რა ხდება „ბლანკოსის“ გასახდელში, ეს არის სრული იდილია და მეგობრული გარემო.“
„ვცდილობ, ესპანური ენა დროულად ავითვისო. დიახ, ინგლისური ჩემი ენაა, მაგრამ ესპანურს სწრაფ რეჟიმში ვსწავლობ, რათა კომუნიკაციის პრობლემა არ მქონდეს.“
„მთავარი ის არის, რომ „რეალის“ შემადგენლობის უმეტესობა ინგლისურად კარგად საუბრობს, სწორედ ამიტომ სანერვიულო არ მაქვს.“
„მოუთმენლად ველი დანარჩენ თანაგუნდელებთან შეხვედრას, შემდეგ კი თეთრი მაისურის მორგებას და მოედანზე გასვლას.“
- 17 ივლისი 2023
- 833
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.