„რეალმა“ მბაპეს დედას ულტიმატუმი წაუყენა
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ წარმომადგენლებსა და კილიან მბაპეს დედას შორის შეხვედრა შედგა...
მთავარი გარემოება ის არის, რომ ფაიზა ლამარის პირდაპირ არ შეხვდა ფლორენტინო პერესი და მას საკუთარი წარმომადგენლობა გაუგზავნა.
ამ ნაბიჯით „რეალის“ პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აღმატებული არავინ არის.
გავრცელებული ცნობით, „ბლანკოსმა“ ფრანგის დედას ულტიმატუმი წაუყენა და გადაწყვეტილების დროულად გამოცხადებისკენ მოუწოდა. „რეალი“ ყველაფერს გააკეთებს მბაპესთვის, მაგრამ ამისთვის შემხვედრი ნაბიჯებია საჭირო, სწორედ ამიტომ, ლამარი გარკვეულ გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდეს.
თუ მიმდინარე თვის ბოლომდე მბაპე „პსჟ“-სთან ურთიერთობას არ გაარკვევს, „რეალი“ გეგმებს შეცვლის და ეს ფრანგმა უკვე იცის.
- 15 ივლისი 2023
- 5 387
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.