დღის პირველი ვარჯიში წარმატებით დასრულდა
სამეფო კლუბმა დილის ვარჯიში წარმატებით დაასრულა...
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ გუნდთან ერთად იყვნენ დანიელ კარვახალი, ნაჩეტე ფერნანდესი და ახალწვეული ხოსელუ.
სესიაზე უდიდესი ყურადღება დაეთმო ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას. ვარჯიშის უდიდესი დრო სწორედ ფიზ.მომზადების მწვრთნელის, ანტონიო პინტუსის მითითებების შესრულებას დაეთმო.
ჯერ-ჯერობით უცნობია, ივარჯიშებს თუ არა „რეალი“ საღამოს, თუმცა ფაქტია, რომ გუნდს დღეს ბურთთან ნაკლები კონტაქტი ჰქონდა, სწორედ ამიტომ მეორე შეკრება ფაქტობრივად გარდაუვალი იქნება.
- 15 ივლისი 2023
- 392
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.