პერესმა „რეალის“ ფეხბურთელი წასვლაზე დაითანხმა
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა მიზანს მიაღწია...
სამეფო კლუბს ხესუს ვალიეხოს გაყიდვა სურს, მოთამაშეს კი საწინააღმდეგო პოზიცია ჰქონდა.
არსებული ცნობით, ფლორენტინო პერესმა მოთამაშე წასვლაზე დაითანხმა, ვინაიდან მის გარემოცვას დეტალურად აუხსნა, რომ ფეხბურთელის საჭიროება არ არსებობს და მისი გუნდში დარჩენა დააზიანებს, როგორც თავად ხესუსს, ასევე სამეფო კლუბს.
ვალიეხო უკვე მზად არის, წინადადებები მოისმინოს და კლუბი შეიცვალოს, „ბლანკოსი“ კი მის სანაცვლოდ დაახლოებით 5 მილიონი ევროს მიღებას აპირებს.
- 13 ივლისი 2023
- 2 747
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.