„იუვენტუსი“ ვლაჰოვიჩის იჯარაზე თანახმაა
იტალიური გამოცემების ცნობით, ტურინის „იუვენტუსი“ დუსან ვლაჰოვიჩის იჯარით გაშვებაზე თანახმაა...
„ბებერ ქალბატონსა“ და სერბ ფორვარდს შორის ურთიერთობა არეულია, სწორედ ამიტომ ტურინელები გამოსავალს ეძებენ.
არსებული ინფორმაციით, „იუვე“ მზად არის, ვლაჰოვიჩი „რეალს“ 1 წლით დაუთმოს, თუ მთელი წლის ხელფასს ფლორენტინო პერესი დაფარავს და ტურინული გრანდი ყველა გადასახადისგან გათავისუფლდება.
იმ შემთხვევაში, თუ მბაპე მადრიდში ამ ზაფხულს არ გადავა და ეს ტრანსფერი 1 წლით გაჭიანურდება, სამეფო კლუბი ფორვარდს აუცილებლად დაიმატებს, დუშანის 1 წლიანი იჯარა კი ნამდვილად საინტერესო ვარიანტი უნდა იყოს.
ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შეთანხმებაში ჩაიდება პუნქტი, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ვლაჰოვიჩის გამოსყიდვასთან დაკავშირებით.
თუკი დუშანი მოწოდების სიმაღლეზე იდგება და დაამტკიცებს, რომ „რეალში“ წარმატების მიღწევა შეუძლია, პერესი მის დამატებაზე იფიქრებს.
- 12 ივლისი 2023
- 1 415
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.