მბაპეს დედა ფლორენტინო პერესს მადრიდში შეხვდება
ესპანური გამოცემების ცნობით, კილიან მბაპეს დედა, ფაიზა ლამარი მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს ესპანეთის დედაქალაქში შეხვდება...
არსებული ინფორმაციით, ეს შეხვედრა მომდევნო 10 დღის განმავლობაში უნდა შედგეს, თუმცა ზუსტი თარიღი არ სახელდება.
არაოფიციალური ინფორმაციით, მბაპეს დედა პერესს იქამდე შეხვდება, სანამ მისი შვილი „პსჟ“-ს საბოლოო პასუხს ეტყვის.
შეგახსენებთ, „პსჟ“-მ კილიანს 2 კვირიანი ვადა მისცა, თუმცა მოთხოვნა მალევე შეცვალა და სურს, რომ პასუხი ამ კვირის ბოლომდე მიიღოს.
- 12 ივლისი 2023
- 1 592
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.