ხუან სანჩესი: ჟოზეს მთავარი კოზირი რონალდო იქნება
ესპანელმა საფეხბურთო ექსპერტმა, ხუან სანჩესმა განაცხადა, რომ წლევანდელ სეზონში მოურინიოს მთავარი კოზირი კრიშტიანო რონალდო იქნება, რადგან "რეალი" ვერ იქნება ისეთივე გუნდური როგორც ინტერი იყო. ჩამოყალიბებისთვის წლებია საჭირო, კრიშტიანო კი წლევანდელი რეალის მხსნელი იქნება...
"წელს რეალი ვერ ითამაშებს ისეთ გუნდურ თამაშს, როგორსაც მილანის ინტერი თამაშობდა მოურინიოს მწვრთნელობის დროს, რადგან "ბლანკოსის" ჩამოყალიბებას გაცილებით უფრო დიდი დრო დასჭორდება. წლევანდელ სეზონში ჟოზეს მთავარი კოზირი მისი თანამემამულე კრიშტიანო რონალდო იქნება, რომელიც ძალიან ხშირად იღებს საკუთარ თავზე თამაშს. გუნდურობის ელემენტები ესპანურ გიგანტს გარკვეულ ასპექტებში უკვე ეტყობა, მაგრამ ეს არ არის ის, რაც მთავარ მწვრთნელს სურს."
"1 წლის შემდეგ მადრიდი გაცილებით უკეთესი იქნება მთავარი ფიგურა არა რომელიმე ფეხბურთელი, არამედ მთელი გუნდი იქნება. ბენზემა და იგუაინი კიდევ უფრო ჩამოყალიბდებიან. პიპიტა მართლაც შესანიშნავ დროს განიცდის, იგი თამაშიდან თამაშამდე უმატებს და უამრავი გოლის გატანას ახერხებს. რაც შეეხება კარიმს, მას კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი, ლიონში სხვა დონე და გარემო იყო, ამჟამად იგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდში ირიცხება და გაცილებით უკეთესად თამაში მართებს. კრიშტიანო წელს ორივე წინახაზელს დაჩრდილავს გატანილი გოლები მხრივ, რადგან სწორედ იგი იქნება გუნდის მთავარი, წამყვანი ძალა."
"არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები მას შემდეგ, რაც გუნდს რიკარდო კაკა შეუერთდება, რომელსაც ახლა ტრავმა აქვს და აღდგენით პროცესს გადის. რიკარდოს დაბრუნების შემდეგ მოურინიო კონკრეტულ სქემას დახვეწავს, რომელიც კაკა-კრიშტიანოს შესანიშნავ ტანდემს შექმნის."
"წელს ლა ლიგა კიდევ უფრო საინტერესო გახდება, რადგან "რეალის" მწვრთნელის რანგი ისეთი დიდი სპეციალისტი მოგვევლინა, როგორც მოურინიოა. ამის სეზონის შემდეგ კი პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ "ბლანკოსის" გამჩერებელი გუნდი აღარ იქნება. ისინი ყველაფრის მოგების მთავარი კანდიდატები იქნებიან."
- 24 აგვისტო 2010
- 2 177
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.