Caughtoffside - „პსჟ“ მბაპეს ფორმალურ ახალ კონტრაქტს სთავაზობს!

Caughtoffside-ს ცნობით, „პსჟ“-მ კილიან მბაპეს აცნობა, რომ თუ ფეხბურთელს მართლაც სურს პარიზში კიდევ 1 წლით დარჩენა და მადრიდის „რეალში“ 2024 წელს წასვლა, მოლაპარაკებების გზა არსებობს...

პარიზული გრანდი მოთამაშეს პირდება, რომ 2024 წელს „რეალში“ გაუშვებს, მანამდე კი ხელფასის სახით მომდევნო სეზონში 150 მილიონ ევროს გადაუხდის, თუმცა ამ შემთხვევაში, მბაპემ 1 წლიან, ფორმალურ კონტრაქტს უნდა მოაწეროს ხელი, რომელიც მის პარიზში დარჩენას 2025 წლამდე გაითვალისწინებს, თუმცა გუნდი მას 2024 წელს გაყიდის.

რა ხდება ამ შემთხვევაში?

მბაპე მიიღებს 1 წელიწადში 150 მილიონ ევროს.

„რეალს“ მოუწევს კილიანის სანაცვლოდ დაახლოებით 135 მილიონი ევროს გადახდა 2024 წელს.

კილიანს აღარ ექნება არანაირი სატრანსფერო ბონუსი, რადგან მადრიდს თავისუფალი აგენტის სტატუსით არ შეუერთდება, თუმცა „პსჟ“-სგან ხელფასის სახით 150 მილიონს მიიღებს, რაც მადრიდულ ბონუსზე 2-ჯერ მეტია.


ესპანური გამოცემები კი იუწყებიან, რომ ეს შეთანხმება ბუნდოვანია და არავინ იცის, შეასრულებს თუ არა „პსჟ“ პირობას, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ფეხბურთელსა და კლუბს შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბულია.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)