არდა გიულერი:„მე ავირჩიე „რეალი“ და არა „ბარსა“, რადგან...

არდა გიულერმა „რეალის“ ფეხბურთელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა...

„მსოფლიოს უდიდეს კლუბში მოვხვდი და ბედნიერი ვარ. დღევანდელი დღე სამუდამოდ ჩაიწერება ჩემს მეხსიერებაში.“

„ჩემი საყვარელი პოზიცია შემტევი ნახევარმცველობაა. მიყვარს საგოლე გადაცემების გაკეთება და ზოგადად მომენტების შექმნა, ასევე შემიძლია მარჯვენა შემტევად ასპარეზობა. ის, თუ სად ვითამაშებ, მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს, მე ვეცდები, ნაყოფიერი ფეხბურთელი გავხდე.“

„იჯარით წასვლას არ ვაპირებ, გამოწვევა მივიღე და „რეალში“ უნდა ვიასპარეზო.“

„დიახ, რამდენიმე კლუბს სურდა ჩემი დამატება, მაგრამ მადრიდული გრანდი ავირჩიე და ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი.“

„გამოწვევა დიდია, თუმცა მზად ვარ, ბევრი ვიშრომო და ამ კლუბში საკუთარი ადგილი დავიკავო.“

„ჩემი კუმირები რონალდუ, გუტი და ზინედინ ზიდანი იყვნენ. ვოცნებობ, რომ „ბლანკოსის“ ისტორიაში მათსავით ჩავეწერო და კლუბის ლეგენდა გავხდე.“

„მესუთ იოზილმა არაერთი რჩევა მომცა. მან მითხრა, რომ „რეალი“ მსოფლიოში ყველაზე დიდი კლუბია და აქ თამაშზე ყველა ოცნებობს, მადლობა მესუთს.“

„მე ავირჩიე „რეალი“ და არა „ბარსელონა“ და სხვები, რადგან ვიცი, რომ აქ ყველაზე დიდ წარმატებას მივაღწევ.“

„ჩემთვის ბევრი ფეხბურთელია პატივსაცემი, თუმცა ლუკა მოდრიჩს საკუთარ პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესოდ მივიჩნევ. მსურს, რომ ხორვატისგან ბევრი ვისწავლო.“

„კარლო ანჩელოტისთან რამდენჯერმე ვისაუბრე. იტალიელმა ამიხსნა, სად აპირებდა ჩემს გამოყენებას და როგორ ჩავჯდებოდი მის გეგმებში.“

„როდესაც სამეფო კლუბის შემოთავაზება რეალური გახდა, სხვა წინადადებებმა ძალა დაკარგა, მე ავირჩიე მადრიდული გრანდი.“

„„რეალი“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, ამაზე მაღალი მწვერვალი არ არსებობს.“

„ფენერბაჰჩეს“ ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი და საუკეთესოს ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, „ფენერის“ გულშემატკივრები ჩემს გადაწყვეტილებას სწორად გაიგებენ, მე მათი მადლიერი დავრჩები“


1

7 ივლისი 2023 15:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 344
როგორც ჩანს დაპირდნენ რომ სათამაშო დროს მისცემენ.

იდეაში ცენტრის გარდა მარჯვენა ვინგერობაც შეუძლია და მანდ გვიჭირს ჩვენს.

მიაწექი არდა, მაგარი ნიჭიერი ხარ

2

7 ივლისი 2023 15:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 139
თუ არ გაამართლე,ჩათვალე რომ პერესი დედაშენს დაიბარებს აუდიენციაზე.

3

7 ივლისი 2023 16:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 344
იგროკია რა

4

7 ივლისი 2023 16:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 878
ვერ გავიგე ეს 1 წელი ხო რჩება კიდე დებეტში თუ წელსვე გადმოყავთ?
-----------------------
Decimotercero

5

7 ივლისი 2023 16:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 344
წელსვე გადმოდის, აღარ მიდის იჯარით

6

7 ივლისი 2023 17:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 455
წარმატებები არდა ახალ სახლში იმედია ისეთი შედეგიანი იქნები თავის დროზე შენი თანამემამულე ჰაქან შუქური. ჰასან. შაში. ნიჰათ. ქავეჩი რომ იყო

7

7 ივლისი 2023 18:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 267
ანუ ბრაჰიმი და ეს იქნებიან კონკურენტები. ნუ ასე ვთქვათ ერთი ფორვარდის ყიდვა დაგვრჩა და მგონი რაღაცას ემგვანება გუნდი

8

7 ივლისი 2023 20:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 188
მორიგი ბალასტია სავარაუდოდ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (44)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)