არდამ არა 25, არამედ 24 ნომერი აირჩია
ესპანური გამოცემების ცნობით, არდა გიულერს მადრიდის „რეალმა“ 25 ნომრიანი მაისური შესთავაზა, თუმცა თურქმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო...
გიულერს 24 ნომრიანი მაისური ჰქონდა, რომლის მფლობელიც სულ ცოტა ხნის წინ ხესუს ვალიეხო გახდა.
ესპანელმა მცველმა მისი ნომერი თურქ ახალწვეულს დაუთმო და თვითონ 25 ნომრიან მაისურს მოირგებს.
„რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვალიეხო უკვე 25 ნომრად არის რეგისტრირებული.
- 7 ივლისი 2023
- 442
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.