არდა გიულერი:„დროა დაგემშვიდობოთ“
არდა გიულერმა „ფენერბაჰჩეს“ გულშემატკივრებს მიმართა...
"დროა დავემშვიდობო ფენერბაჰჩელებო, ეს არის კლუბი, სადაც ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღეები გავატარე. არასოდეს დამავიწყდება ის მომენტი, როცა მაისური ჩავიცვი, რომელზეც პირველად ვოცნებობდი, 10 ნომრის მაისურის სიამაყე, საოცარი ფენერბაჰჩე. გულშემატკივრები და საოცარი მხარდაჭერა, რომელსაც ყველგან ვხვდებოდი, სადაც ფეხი შევდგი.“
„ეს ნაბიჯი მარტივი გადასადგმელი არ იყო, მაგრამ მჯერა, რომ სწორად ვიქცევი და თურქ ახალგაზრდებს მაგალითს ვაძლევ. დიახ, თქვენ უნდა იბრძოლოთ, იშრომოთ და აუცილებლად მიაღწევთ სასურველ შედეგს.“
„„ფენერმა“ გზა ეროვნული ნაკრებისკენ გამიხსნა, ეს კლუბი მუდამ ჩემს გულში იქნება. ყველას დიდი მადლობა, ვინც აქამდე მომიყვანა, წინ კი დიდი გამოწვევებია.“
- 6 ივლისი 2023
- 1 423
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.