მბაპე მზად არის ბონუსი 4 წელიწადზე გაანაწილოს
კილიან მბაპე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ „რეალში“ გადასვლის შემთხვევაში ბონუსი არ დაკარგოს...
ახალი ინფორმაციით, კილიანის ოჯახმა სამეფო კლუბს შეატყობინა, რომ მზად არის, სატრანსფერო ბონუსი 4 წელიწადზე გაანაწილოს.
რას ნიშნავს ეს? თუ პერესი ფეხბურთელის გადმოყვანის გამო მზად იყო, მბაპესთვის სატრანსფერო ბონუსის სახით 100 მილიონი ევრო განესაზღვრა, კილიანი მზად არის, ეს თნხა 4 წლის განმავლობაში 25-25 მილიონ ევროდ მიიღოს.
საქმე იმაშია, რომ „რეალს“ „პსჟ“-სთან წელს შეთანხმების შემთხვევასი არანაირი ბონუსის გადახდა არ სურს, ვინაიდან პარიზულ მხარეს ისედაც 150 მილიონ ევრომდე უნდა გადაუხადოს. ბონუსის სისტემა მხოლოდ იმ შემთხვევასი იმოქმედებს, თუ ლოტინი მომდევნო წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება სამეფო კლუბს.
გამომდინარე იქედან, რომ მბაპეს ბერნაბეუზე გადასვლა ამ ზაფხულს სურს და ამასთანავე თანხას ვერ თმობს, ოჯახმა „ოქროს შუალედი“ იპოვა და მზად არის, ბონუსი 4 წელიწადზე გაყოს.
მადრიდელთა პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცნობია, თუმცა გამოდის, რომ ხელფასთან ერთად წლიურად 25 მილიონიანი ბონუსის გადახდა, სამეფო კლუბს 55 მილიონ ევროს გააღებინებს, რაც „მერენგების“ მენეჯმენტის გეგმებში ნამდვილად არ შედის.
- 2 ივლისი 2023
- 8 204
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.