კალაფატი რისკებს ხედავს
ხუნი კალაფატი, რომელიც მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის დიდი ნდობით აღჭურვილი პირია, არდა გიულერის ტრანსფერთან დაკავშირებით სერიოზულ რისკებს ხედავს...
კალაფატი მიიჩნევს, რომ გიულერი სამეფო კლუბმა ამ ზაფხულს უნდა დაიმატოს, სხვა შემთხვევაში, თურქი სხვა გუნდს მიაშურებს და შემდეგ მისი დამატება პრობლემატური გახდება.
ხუნის ანალოგიური პოზიცია ჰქონდა ერლინგ ჰოლანდთან დაკავშირებითაც, ის ნორვეგიელის „ბლანკოსში“ გადმოყვანას ჯერ კიდევ „დორტმუნდში“ ტრანსფერამდე ითხოვდა, მაგრამ „ბლანკოსმა“ არ გარისკა.
ახლა განსხვავებული სიტუაციაა, პერესი კალაფატს უსმენს, ვინაიდან მან ვინისიუსით, როდრიგოთი, მილიტაოთი და სხვა მოთამაშეებით დაამტკიცა, რომ კარგი ხედვა აქვს.
„მარკას“ ინფორმაციით, გიულერთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში ბევრი სიახლე გახდება ცნობილი.
- 2 ივლისი 2023
- 1 277
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.