პერესმა მბაპეს დედას უთხრა, რომ წლიურად 30 მილიონზე მეტს ვერ გადაიხდის
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტსა და კილიან მბაპეს დედას შორის საუბარი შედგა...
სამეფო კლუბის მმართველმა „პსჟ“-ს წინახაზელის დედას უთხრა, რომ 6 წლიანი კონტრაქტის ფარგლებში, „ბლანკოსი„ წლიურად 30 მილიონზე მეტს ხელფასის სახით ვერცერთ შემთხვევაში ვერ გადაიხდის.
„რეალი“ მზად არის, მბაპეს 6 წელიწადში 180 მილიონი ევრო გადაუხადოს. სხვა თანხა შესაძლებლობებს აღემატება, სწორედ ამიტომ, სამეფო კლუბი პოზიციას წინასწარვე აჟღერებს.
Defensacentral-ის ცნობით, ლამარიმ „რეალს“ გაუმჯობესებული პირობები სთხოვა, რათა მის შვილს „პსჟ“ ამ ზაფხულსვე დაეტოვებინა, თუმცა „რეალი“ მიიჩნევს, რომ წლიურად 30 მილიონი მცირე თანხა არ არის.
არაერთი გამოცემის ცნობით, პერესის რადიკალური პოზიცია მბაპეს ოჯახისთვის მიუღებელია და შესაძლოა ეს ყველაფერი ამ ზაფხულს მოლაპარაკებების დასასრულს უკავშირდებოდეს.
- 2 ივლისი 2023
- 11 957
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.