დეივისის მიმართ ინტერესი დიდია და მუშაობა მიმდინარეობს
ალფონსო დეივისი „რეალის“ რადარიდან არ გამქრალა. „ას“-ის ინფორმაციით, „ბაიერნში“ შიშობენ, რომ ფლორენტინო პერესმა შესაძლოა მიზანს მიაღწიოს...
კანადელი განაპირა მცველი კარლო ანჩელოტისაც ძალიან მოსწონს და მიიჩნევს, რომ თუ ტრანსფერი შედგება, მაშინ ფერლან მენდის დარჩენის აუცილებლობაც აღარ იარსებებს.
დეივისი ძალიან სწრაფი მოთამაშეა, რომელსაც ნამდვილად შეუძლია „მერენგებში“ არსებული სტანდარტების დამკვიდრება.
„რეალი“ ტრანსფერის სანაცვლოდ დაახლოებით 70 მილიონი ევროს გადახდას აპირებს, თავად ფეხბურთელისთვის კი 6 წლიანი ხელშეკრულება აქვს მზად.
არაერთი მადრიდელი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მარსელოს სრულფასოვნად ჩანაცვლება ვერც მენდიმ შეძლო და ვერც სხვებმა, ალფონსო კი ნამდვილად არის იმ კალიბრის მოთამაშე, რომელიც წლების მანძილზე იდგება „ბლანკოსის“ სადარაჯოზე.
- 2 ივლისი 2023
- 782
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.