„რეალი“ პოლიტიკას არ ცვლის - არცერთი ნაბიჯი წინ!
მადრიდის „რეალი“ კილიან მბაპესთან დაკავშირებით ისევ განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს...
პოლიტიკა არ იცვლება. არცერთი ნაბიჯი წინ იქამდე, სანამ კილიან მბაპე თავად არ დაელაპარაკება „პსჟ“-ს და საბოლოო წერტილს არ დაუსვამს ფრანგულ კლუბთან ურთიერთობას.
ფლორენტინო პერესი კარგად ხვდება, რომ ლოტინს ფინანსური სარგებელის მიღება სურს, თუმცა იმასაც აცნობიერებს, რომ ყველაფერი ისე ვერ წარიმართება, როგორც ფეხბურთელის გეგმებში შედის.
„რეალი“ მზად არის კოლოსალური თანხა გამოყოს, მაგრამ ამ ეტაპამდე კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, სწორედ ამიტომ „მერენგები“ პარიზულ მხარეს არ ესაუბრებიან.
სამეფო კლუბს სიტუაცია კონტროლზე აქვს აყვანილი და ელოდება მოვლენების განვითარებას, მანამდე კი ბაზარზე არანაირი აქტივობა არ შეიმჩნევა.
- 2 ივლისი 2023
- 1 430
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.