ბუტრაგენიო და კარლოსი თურქეთში გაემგზავრებიან
მადრიდის „რეალი“ არდა გიულერის ტრანსფერზე საბოლოო ნაბიჯების გადადგმას იწყებს...
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესმა ინსტიტუციონალური ურთიერთობების დანაყოფის დირექტორს, ემილიო ბუტრაგენიოს და რობერტო კარლოსს თურქეთში ვიზიტი და მოლაპარაკებების წარმოება დაავალა.
კარლოსი „ფენერს“ კარგად იცნობს და კლუბის ხელმძღვანელობასთანაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.
მას შემდეგ, რაც კატალონიის „ბარსელონამ“ გიულერის ტრანსფერზე აქტიური ნაბიჯები გადადგა, ფლორენტინო პერესმა შიში იგრძნო.
ესპანური გამოცემების ცნობით, მომდევნო კვირაში არდასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შესაძლოა დასრულდეს.
- 2 ივლისი 2023
- 723
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.