მბაპეს „რეალში“ ტრანსფერზე 4 სერიოზული სიახლეა!
კილიან მბაპესთან დაკავშირებით ყოველდღიურად არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვრცელდება. ბოლო 36 საათის განმავლობაში ფრანგის „ბლანკოსში“ გადაბარგებაზე 4 მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავრცელდა...
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ფეხბურთელსა და „პსჟ“-ს შორის კატასტროფული ურთიერთობაა. კლუბი კილიანს წასვლისკენ მოუწოდებს, მბაპე კი მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს წასვლას, თუ მისი ხელფასის 70%-ს პარიზული მხარე წინსწრებით გადაიხდის.
მეორე მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ ზემოაღნიშნული საკითხის მოგვარების შემთხვევაში, „რეალს“ ფეხბურთელისთვის სატრანსფერო ბონუსის გადახდა აღარ მოუწევს.
მესამე ინფორმაცია კილიანის სატრანსფერო ფასს უკავშირდება. თუ მბაპე და პარიზული გრანდი შეთანხმდებიან, ფლორენტინო პერესი „პსჟ“-ს 130 მილიონ ევროს გადაუხდის.
და ბოლოს, „ბლანკოსი“ მზად არის, კილიანისა საიმიჯო უფლებების 65% ფეხბურთელს დაუთმოს და თვითონ მხოლოდ 35%-ით ისარგებლოს, რაც ფეხბურთელს საკმაოდ დიდ შემოსავლებს მოუტანს.
- 29 ივნისი 2023
- 3 847
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.