მენდის „ლიონში“ დაბრუნების ვარიანტიც აქვს
ფრანგული გამოცემების ცნობით, ფერლან მენდის „ლიონში“ დაბრუნების შანსი აქვს...
„ბლანკოსმა“ წლების წინ მენდი სწორედ „ლიონიდან“ შეიძინა და მასში 40 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა ამ ეტაპზე ფრანგულ კლუბს იგივე თანხის გაღების საშუალება არ აქვს.
მადრიდში მიიჩნევენ, რომ მენდი ახლა ბევრად ძლიერია, ვიდრე 4 წლის წინ, შესაბამისად, მსურველმა კლუბმა 40 მილიონზე მეტი უნდა გადაიხადოს, თუმცა ფაქტი ის არის, რომ „ლიონი“ 30 მილიონზე მეტს ვერ ჩამოდის.
ესპანური გამოცემების ცნობით, „ბლანკოსი“ ფრანგებთან მოლაპარაკებებს იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ სხვა კლუბები მეტს არ გადაიხდიან.
- 28 ივნისი 2023
- 830
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.