„იუვენტუსი“ „რეალს“ ოფიციალურად მიმართავს
ტურინის „იუვენტუსი“ ალვარო ოდრიოზოლას შესაძენად ემზადება...
„ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა ფლორენტინო პერესს მალე ოფიციალურად მიმართავს. ტურინელებს დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება სურთ და მიიჩნევენ, რომ ოდრიოზოლა მათ გუნდს მოერგება, თანაც ესპანელს სერია „ა“-ში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს, მან იჯარის წესით „ფიორენტინაში“ იასპარეზა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
იტალიური გამოცემების ცნობით, „იუვენტუსი“ მზად არის, ოდრისთან 4 წლიანი ხელშეკრულება გააფორმოს.
ფინანსურ დეტალებთან დაკაშირებით ჯერ-ჯერობით არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.
- 28 ივნისი 2023
- 535
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.