არიბასის იჯარით წასვლა გადაწყვეტილია
სერხიო არიბასს არამხოლოდ ლა ლიგიდან, არამედ სხვა ჩემპიონატებიდანაც უამრავი შეთავაზება აქვს...
მოთამაშის წასვლა გადაწყვეტილია, თუმცა მის სრულად შეძენას ვერცერთი მსურველი ვერ შეძლებს, რადგან ფლორენტინო პერესი მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულებას განიხილავს.
„ბლანკოსს“ 10-ზე მეტი შეთავაზებ აქვს. საუბარია ერთი ან ორ წლიან იჯარაზე.
მადრიდელებს სურთ, რომ არიბასმა ლა ლიგაში ითამაშოს და ესპანეთში მეტი გამოცდილება მიიღოს, თუმცა კლუბი ფეხბურთელის პოზიციასაც გაიზიარებს.
უნდა აღინიშნოს, რომ სერხიოს დამატებით გერმანიის ჩემპიონატის რამდენიმე გრანდიც ინტერესდება.
- 28 ივნისი 2023
- 450
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.