იტალიური კლუბები მაჰამადუ დიარათი არიან დაინტერესებულნი

როგორც მოგეხსენებათ მადრიდის ”რეალი” რამოდენიმე ფეხბურთელმა აუცილებლად უნდა დატოვოს. ”ბლანკოსი” ახლა სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობს. მაჰამადუ დიარა გუნდის დატოვების რეალური კანდიდატია. მალელს იტალიდან აქვს შემოთავაზებები. ფეხბურთელით ოთხი იტალიური გუნდია დაინტერესებული. ეს გუნდები არიან: “მილანი.” “ლაციო”, “ფიორენტინა” და “იუვენტუსი”. დიარას ”რეალთან” კონტრაქტი 2011 წლამდე აკავშირებს. სამეფო კლუმა მაჰამადუ 2006 წელს ოლიმპიკის ლიონიდან 26 მილ.ევროდ შეიძინა. გუნდში ირიცხებიან ხაბი ალონსო, ფერნანდო გაგო, ლასანა დიარა და სამი ხედირა. სწორედ ამიტომ დიარამ კლუბი უნდა დატოვოს.

რაც შეხება დრენტეს, ჰოლანდიელის ტრანსფერი ”ბენფიკაში” გართულდა, რადგან მისმა აგენტმა განაცხადა, რომ მის კლიენტს შემოთავაზებები ნამდვილად აქვს, მაგრამ ბენფიკასგან შემოთავაზება უარყო. რაფაელ ვან დერ ვარტის შეძენა ასევე უამრავ გუნდს სურს. ჰოლანდიელი ფეხბურთელით ”ვოლსბურგი” ინტერესდება, მაგრამ რაფას არ სურს მადრიდის დატოვება.

”რეალი” კვლავ აგრძელებს ფეხბურთელების შეძენას. ”ბლანკოსის” თავკაცი ჟოზე მოურინიო ემანუელ ადებაიორის ტრანსფერში 24 მილ .ევროს იხდიდა, მაგრამ ტოგოელმა ფორვარდმა Daily Telegraph განუცხადა:”მე არ ვაპირებ არსად წასვლას. მე სიტიში დარჩენა მსურს.”

ინფორმაციის წყარო: as.com

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)