არდას ოცნება „რეალია“
არდა გიულერის საოცნებო კლუბი მადრიდის „რეალია“. გავრცელებული ინფორმაციით, თურქ ამომავალ ვარსკვლავს ინტენსიური კომუნიკაცია აქვს მესუთ იოზილთან, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, ფეხბურთელი „ბლანკოსში“ გადასვლაში დაარწმუნოს...
იოზილმა თავად არდას და მის ოჯახს უთხრა, რომ „რეალი“ სხვა სიმაღლეა და ამ კლუბში მოხვედრის შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას.
თავად გიულერი სანტიაგო ბერნაბეუზე თამაშზე ოცნებობს, თუმცა ჯერ-ჯერობით შეთანხმებისგან თავს იკავებს, რადგან არ იცის, რამდენად იქნება გამართლებული ეს რისკი.
გიულერს მთავარ გუნდში მოხვედრა სურს, მისთვის „კასტილიაში“ ასპარეზობა სრულიად მიუღებელია, სწორედ აქედან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ იღებს.
მადრიდული გამოცემების ცნობით, არდა მომდევნო 10 დღის განმავლობაში ყველაფერს აწონ-დაწონის და გეგმას დასახავს.
- 27 ივნისი 2023
- 842
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.