გიულერს „მილანი“ ყველაფერს პირდება, „რეალი“ კი ვერა!
არდა გიულერთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. ფაქტი ის არის, რომ თურქი ფეხბურთელის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს „მილანი“ იჩენს, რომელიც მზად არის, ფეხბურთელს შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი შესთავაზოს, „ბლანკოსი“ კი ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავს იკავებს...
არდასთვის „კასტილიაში“ თამაში გამორიცხულია, მთავარ გუნდში კი დიდი კონკურენციაა და შემადგენლობაში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება.
„რეალის“ პირველი წინადადება კვლავ ძალაშია, რომელიც ფეხბურთელის ახლა დამატებას და 1 წლით თურქეთში დარჩენას ითვალისწინებს.
მადრიდში თვლინ, რომ 1 წელიწადში გიულერი კიდევ უფრო გამოცდილი და სოლიდური ფეხბურთელი გახდება, სწორედ ამიტომ „ფენერბაჰჩეში“ დარჩენა ოპტიმალური გამოსავალია.
- 27 ივნისი 2023
- 867
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.