მოდრიჩი:„ბავშვობა მარტივი არ იყო“
ლუკა მოდრიჩმა „რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ კომენტარი გააკეთა...
„პოზიცია არასდროს შემიცვლია. ჩემი მტკიცე იდეა იყო „რეალში“ დარჩენა და ამ გუნდთან ერთად წარმატებაზე ფიქრი.“
„ბედნიერი ვარ, რომ გუნდში 2024 წლის 30 ივნისამდე ვრჩები და მეძლევა შანსი უმაღლესი მწვერვალების დასაპყროად ვიბრძოლო.“
„ყველა სეზონი ნულიდან იწყება, სადაც ტიტულების მოგება მწყურია.“
„ბავშვობა მარტივი არ იყო. ომისა და არეულობის გამო სახლის დატოვება მიწევდა, მანამდე კი ბაბუასთან ვცხოვრობდი. გული მწყდება, რომ მან ჩემი წარმატება ვერ ნახა, თუმცა მჯერა, ზემოდან მიყურებს და სიხარულს იზიარებს.“
- 27 ივნისი 2023
- 757
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.