პაჩეკო შესაძლოა „ბლანკოში“ დაბრუნდეს
დავიდ სორიას „რეალში“ გადასვლის შანსი აღარ არსებობს, რადგან მხარეები ვერ შეთანხმდნენ და კიპერი „ხეტაფეს“ რიგებში რჩება...
იმ შემთხვევაში, თუ ანდრეი ლუნინი იჯარის წესით სხვა კლუბს შეუერთდება, მადრიდული გრანდი ყოფილი მეკარის, ფერნანდო პაჩეკოს დაბრუნებაზე იზრუნებს, რომელიც ახლა „ესპანიოლის“ საკუთრებაა და კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.
„ესპანიოლი“ ლა ლიგიდან გავარდა, რაც პაჩეკოსთვის რა თქმა უნდა, არასასიამოვნო ფაქტია.
მადრიდული გამოცემების ცნობით, თუ ფერნანდო „ბლანკოსისგან“ წინადადებას მიიღებს, ამ შეთავაზებაზე უარის თქმა გაუჭირდება.
- 23 ივნისი 2023
- 754
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.