ყატარელი ემირი „რეალთან“ მოლაპარაკებებისთვის მზად არის
„პსჟ“-ს მფლობელი ყატარელი ემირი მზად არის, მადრიდის „რეალთან“ მოლაპარაკებები დაიწყოს...
პარიზულ გრანდს მტკიცე პოზიცია აქვს და მიიჩნევს, რომ მბაპემ ან უნდა განაახლოს, ან კლუბიდან წავიდეს, სწორედ ამიტომ, „პსჟ“-ს მენეჯმენტი არსებული წინადადებებს ისმენს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, „რეალსა“ და პარიზულ მხარეს შორის კომუნიკაცია უკვე არის. ფრანგებმა ესპანელებს აცნობეს, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.
თავის მხრივ, ფლორენტინო პერესს 140 მილიონი ევრო უნდა გამზადებული აქვს, თუმცა „პსჟ“-ს ოფიციალური პოზიცია ამ თანხასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.
ფაქტი ის გახლავთ, რომ მბაპეს საგა საკმაო სიღრმეებში ჩადის და ფეხბურთელის „პსჟ“-დან წასვლის შანსი ძალიან დიდია.
- 23 ივნისი 2023
- 1 240
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.