„პსჟ“ მბაპეს ყიდის - გადაწყვეტილება „რეალმა“ იცის!
ესპანური გამოცემების ცნობით, ოთხშაბათს „პსჟ“-ს ხელმძღვანელობასა და კილიან მბაპეს წარმომადგენლობას შორის შეხვედრა შედგა...
პარიზულმა გრანდმა ლოტინის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აცნობა, რომ პოზიციას არ ცვლის და ფეხბურთელის გაყიდვაზე ფიქრობს. ერთადერთი შემთხვევა, რომელშიც „პსჟ“ პოზიციას შეიცვლის ახალი კონტრაქტი იქნება.
მბაპეს მოსაფიქრებლად 2-3 კვირა მიეცა. თუ ფრანგი ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს, პარიზული გრანდი მას გუნდში არ დატოვებს.
არსებული ცნობით, „პსჟ“ მაქსიმუმ 10-12 ივლისამდე მოითმენს, შემდეგ კი ფეხბურთელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. პარიზში თვლიან, რომ მბაპეს დონის ფეხბურთელის შეცვლისთვის სატრანსფერო ფანჯარაზე დრო სჭირდებათ, სწორედ ამიტომ ფრანგის საგა აგვისტომდე არ უნდა გაგრძელდეს.
პარარელურად, „რეალში“ ყველა ინფორმაცია იციან. ფლორენტინო პერესს თანხა გამზადებული აქვს და მზად არის, წინახაზელთან 6 წლიან კონტრაქტს მოაწეროს ხელი.
- 23 ივნისი 2023
- 1 174
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.