ხოსელუ:„„რეალში“ დიდი მიზნებით მოვედი, ბევრი გოლის გატანას ვგეგმავ“

სამეფო კლუბის ახაწლვეულმა „რეალის“ ფეხბურთელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა...

„აქ დაბრუნება ძალიან მინდოდა. „რეალი“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, სწორედ ამიტომ დღევანდელი დღე ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია.“

„14 ნომერი? ციფრებს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს.“

„მე უბრალოდ ვამაყობ, რომ „ბლანკოსის“ მაისურს მოვირგებ, ციფრები მეორეხარისხოვანია.“

„მე არ ვცვლი ბენზემას. მე მექნება ჩემი როლი, რომელიც სრულფასოვნად უნდა შევასრულო. მადრიდში დიდი გეგმებით მოვედი და ბევრი გოლის გატანას ვგეგმავ. დარწმუნებული ვარ, კლუბისთვის დიდი სარგებელის მოტანას შევძლებ.“

„ჩემი ცხოვრების კლუბში წარმატებული თამაში მთავარი ოცნებაა, რომელიც აუცილებლად უნდა ავისრულო.“

„ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ, ბოლო წლებში ძალისმიერ ორთაბრძოლებში ხშირად ვაღწევდი წარმატებას. ვეცდები, საუკეთესო თვისებები „რეალის“ წარმატებისკენ მივმართო.“

„ანჩელოტისთან ჯერ არ მისაუბრია, თუმცა მზად ვარ, იტალიელი სპეციალისტის დარიგებები პირნათლად შევასრულე, ის ნამდვილი პროფესიონალია.“

„მე და დანი? რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი მეგობრები ვართ, ვინაიდან ის ჩემი ოჯახის წევრია.“

„„რეალი“ „ესპანიოლს“ პატივს სცემდა და ბოლომდე ელოდებოდა განვითარებულ მოვლენებს. შეთანხმება რამდენიმე დღის წინ დაიხურა და მე ჩემი ოცნების კლუბში მოვხვდი.“

„მახსოვს ის დღე, როდესაც „კასტილიასთან“ ხელშეკრულებას ხელი მოვაწერე, ახლა კი აქ ვარ და ჩემი ოცნება კიდევ ერთხელ ახდა.“

„ესპანეთის ნაკრებთან ერთად ტიტულის მოგება ბედნიერების მომგვრელი იყო.მჯერა, რომ წარმატებები კიდევ წინ არის.“

„„ბლანკოსი“ მსოფლიო დონის ვარსკვლავები თამაშობენ, მათთან ერთად კიდევ უფრო მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენებას შევძლებ, მე ამისთვის მზად ვარ.“

„კარვახალთან ერთად დიდ გამარჯვებებს ვაპირებ, ჩვენ ახლა ერთმანეთთან არ გვისაუბრია. რა თქმა უნდა, ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. დანის ყოველთვის ჰქონდა ჩემი დიდი მხარდაჭერა.“

  • Bernabeu
  • 20 ივნისი 2023
  • 1 767
  • 7

1

20 ივნისი 2023 14:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 302
9-იანი დატოვეს თავისუფალი და მაგით ყველაფერი ნათქვამია.

პაპას აქვს ტაქტიკა. მბაპე დაძაბავს ეხლა პსჟ-სთან ბოლომდე და ბოლოს იყიდის!

გამორიცხულია ხოსელუს იმედზე რომ დარჩნენ, ეგ არის გამორიცხული

2

20 ივნისი 2023 14:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 342
ციტატა: Batumski
9-იანი დატოვეს თავისუფალი და მაგით ყველაფერი ნათქვამია.

პაპას აქვს ტაქტიკა. მბაპე დაძაბავს ეხლა პსჟ-სთან ბოლომდე და ბოლოს იყიდის!

გამორიცხულია ხოსელუს იმედზე რომ დარჩნენ, ეგ არის გამორიცხული

იმედია

3

20 ივნისი 2023 15:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 983
ციტატა: Batumski
9-იანი დატოვეს თავისუფალი და მაგით ყველაფერი ნათქვამია.

პაპას აქვს ტაქტიკა. მბაპე დაძაბავს ეხლა პსჟ-სთან ბოლომდე და ბოლოს იყიდის!

გამორიცხულია ხოსელუს იმედზე რომ დარჩნენ, ეგ არის გამორიცხული

კეინს იყიდიან.

4

20 ივნისი 2023 16:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 302
კეინზე ძაან ეჭვი მეპარება რომ იყიდონ.

მბაპეს მიაწვება ბოლომდე და თუ არ გამოვა, მერე მუანის ან მსგავსი სტილის ტიპს დაიმატებს.

კეინის ასაკი პერესს ამხელა თანხას ვერ დაახარჯინებს. ფაქტია ეგ რა

5

20 ივნისი 2023 16:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 832
კეინი 50-55 კარგი იქნებოდა, სხვა შემთხვევაში არ უნდა ეყიდა რეალს და კარგსაც შვრება თუ 100დაუფასეს. იყიდე იყიდეზე არაა, წელს რო ტყუილად გაისვრი 100ს მომავალში კივეღარ დახარჯავ ეგრე ადვილად, აზარის მაგალითი გვყავს აგერ, რომელსაც წასვლაში 7 მილიონი იქეთ გადავუხადეთ. პერესი უმაგრესი მენეჯერია და ამტკიცებს ბევრჯერ, მბაპეს შემთხვევაში პერესი კიარა ფრანკოც ვერ გადმოიყვანდა იმიტო რო კონტრაქტი აქ და უაზროდ დიდ ფულს შეპირდნენ თავის დროზე, არის რაღაცეები რის შემდეგაც უბრალოდ აზრი არ აქვს ვინ ხარ და რა ხარ, უბრალოდ დღეს ბაზარზე ფორვარდის არჩევანი არაა, არის მბაპე და ვსო, ჰალანდი გამორიცხულია თავისთავად და კეინს ძვირს აფასებენ , სხვების მოყვანა ნიშნავს რო მოგყავს საშუალოზე ოდნავ მაღალი დონის მოთამაშე რომელიც იმ წნეხს ვერ გაუძლებს რაც რეალში თამაშისას დაატყდება და რაც აზარს მოუვიდა, ოსიმენი კიდე შეილება იმიტო რო ეტოოს გავს და ეტომ ბარსაში კი გაამართლა, დალშე ლაუტაროები და ასეთი უტრაკო მოთამაშეების მოყვანას წელს ხოსელუს იმედზე ყოფნა და გაისად უფასოდ მპაბეს გადმოყვანა სჯობს.

6

20 ივნისი 2023 16:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 144
სხვა ვარიანტები ესენია პირველი მბაპე თუ გადმოვა რამენაირად თუ არა და ოსიმენი , ლაუტარო ან ვერნერი თუნდაც

7

20 ივნისი 2023 18:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 107
ესეიგი ასე დააკომპლექტეს გუნდი?
ვინიციუსი-ხოსელუ-ვალვერდე(როდრიგო)
ბელინგემი-კროოსი(დიასი)-კამავინგა(ჩუამენი)-მოდრიჩი(სებალიოსი)
გარსია(მენდი)-ალაბა(ნაჩო)-მილიტაო(რუდიგერი)-კარვახალი(ვასკესი)
კურტუა
რამოდენიმე ისეთი კაცი გვყავა ცოდოა ზამენისთვის, ასევე ვისურვებდი რამოდენიმე ტრანსფერსაც ადაა გამართული შეტევა რა... 1 წელი ექსპერიმენტი უნდა ჩაატაროს პერესმა და ისევ კარლოს დაბრალდება და გაუშვებენ ბრაზილიაში...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)