კოლო მუანი ბოლო ვარიანტია
მადრიდის „რეალში“ ჯერ-ჯერობით სიმშვიდეა. ესპანური გამოცემები გვამცნობენ, რომ ხოსელუს შემდეგ სამეფო კლუბი წინახაზელს აღარ დაიმატებს, თუმცა რამდენად რეალურია აღნიშნული ცნობა არავინ იცის...
ფრანგული გამოცემების ცნობით, „მერენგები“ ბოლო ვარიანტად კოლო მუანის ტრანსფერს განიხილავენ, რომელიც ბუნდესლიგაშიც შესანიშნავია და საფრანგეთის ნაკრებშიც.
ჰარი კეინი კლუბს იცვლის, თუმცა მისი მომდევნო ნავსაყუდელის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის. წინახაზელიც არაერთი გრანდი ინტერესდება, თუმცა „რეალმა“ მოლაპარაკებები შეწყვიტა.
კაი ჰავერცის მომდევნო კლუბი 90%-ით „არსენალი“ იქნება, შესაბამისად, „ბლანკოსი“ აღარც ამ მიმართულებით მუშაობს.
ოსიმენთან დაკავშირებით 10 დღეზე მეტი სიახლე არ გავრცელებულა. არ არის გამორიცხული, „ნაპოლის“ ფორვარდი სერია „ა“-ში დარჩეს.
ბოლო ვარიანტად პერესი კოლო მუანის განიხილავს და მიიჩნევს, რომ „ფრანკფურტი“ გონივრულ შეთავაზებას დათანხმდება და მხოლოდ 100 მილიონზე არ განაცხადებს თანხმობას.
„მერენგების“ აზრით, მუანის შეძენა მომგებიანი ვარიანტი იქნება და მასზე გრძელვადიან პერსპექტივაშიც შეიძლება გათვლის გაკეთება.
- 20 ივნისი 2023
- 998
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.