Marca - ვალვერდე მომდევნო სეზონში შემტევი იქნება!
„მარკას“ ინფორმაციით, კარლო ანჩელოტი ფედერიკო ვალვერდეს მომდევნო სეზონში ისევ მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე გამოიყენებს...
გამომდინარე იქედან, რომ სამეფო კლუბი წინა ხაზის გაძლიერებას ისევ არ აპირებს, ანჩელოტი იძულებულია, ვალვერდე უჩვეულო პოზიციაზე დააყენოს.
„ბლანკოსს“ ნახევარდაცვაში არანაირი პრობლემა არ აქვს, სწორედ ამიტომ ფედე წინ უფრო საჭიროა, ვიდრე ცენტრში.
მადრიდული გამოცემების ცნობით, მთელი პრე-სეზონის მანძილზე ვალვერდე მარჯვენა გარემარბის პოზიციისთვის მოემზადება და გოლების გატანაზეც გააკეთებს აქცენტს.
- 20 ივნისი 2023
- 990
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.