ვინ როდის უბრუნდება ვარჯიშს?
კარლო ანჩელოტის პრე-სეზონის გეგმა უკვე გაწერილი აქვს. ფეხბურთელებმა უკვე იციან, როდის დაუბრუნდებიან ვარჯიშს...
10 ივლისს „რეალი“ პრე-სეზონს ოფიციალურად იწყებს, ამ დროისთვის კარლო ანჩელოტის განკარგულებაში ფერლან მენდის, ალვარო ოდრიოზოლას, ლუკას ვასკესი, ხესუს ვალიეხო, ტონი კროოსი, ჯუდ ბელინგემი, ფედე ვალვერდე, დანი სებალიოსი და ბრაჰიმ დიასი იქნებიან.
20 ივლისს კი გუნდი სრულფასოვნად დაკომპლექტდება, ვინაიდან მთავარი მწვრთნელის განკარგულებას კურტუა, ლუნინი, დავიდ ალაბა, მილიტაო, რუდიგერი, დანი კარვახალი, ნაჩო ფერნანდესი, ფრან გარსია, ედუ კამავინგა, ჩუამენი, ლუკა მოდრიჩი, ხოსელუ და ვინისიუსი და როდრიგო გოეში შეუერთდებიან.
- 19 ივნისი 2023
- 1 103
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.