ვინ ხდება „რეალის“ მწვრთნელი ანჩელოტის შემდეგ - პერესის არჩევანი!
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი 2024 წლის გეგმებზეც საკმაოდ სერიოზულად მუშაობს...
გავრცელებული ცნობით, პერესი მიიჩნევს, რომ ანჩელოტის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ისევ ზინედინ ზიდანმა უნდა ჩაიბაროს, მანამდე კი კლუბი ფრანგ ლეგენდას მრჩევლის ან მენეჯმენტში ერთ-ერთი მაღალი რგოლის მენეჯერის პოზიციას სთავაზობს.
ფლორენტინო მიიჩნევს, რომ ახალი სეზონიდან გულშემატკივრების წინაშე ახალი თაობის „რეალი“ წარდგება, რომელსაც ზიდანი ეტაპობრივად გამარჯვებულის სულს შთაბერავს.
„ბლანკოსის“ ხელმძღვანელობის აზრით, ზიზუ ბრწყინვალედ იმუშავებს ბელინგემთან, ვალვერდესთან, მბაპესთან და სხვა ფეხბურთელებთან ერთად, რომლებმაც „რეალის“ მომავალი უნდა შექმნან.
- 18 ივნისი 2023
- 12 146
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.