OKDiario - მბაპეს „რეალისგან“ სატრანსფერო ბონუსი სურს
კილიან მბაპე მაქსიმალურად ცდილობს „პსჟ“-ში დარჩენას და 2024 წელს მადრიდის „რეალის“ რიგებში უფასოდ გადასვლას, რასაც თავისი მიზეზები აქვს...
ფრანგი ფეხბურთელი მადრიდში უფასოდ გადასვლის შემთხვევაში, „რეალისგან“ დაახლოებით 75 მილიონიან სატრანსფერო ბონუსს მიიღებს, ხოლო თუ ის კლუბს ახლა შეიცვლის, პერესს „პსჟ“-სთვის მინიმუმ 150 მილიონის გადახდა მოუწევს, მბაპე კი ვერანაირ სატრანსფერო ბონუსს ვეღარ მიიღებს.
ამ შემთხვევაში კილიანს 6 წლიანი კონტრაქტის გაფორმება და წლიურად 32-33 მილიონი ევროს მიღებაზე მოუწევს თანხმობის გაკეთება.
„პსჟ“-ში დარჩენის შემთხვევაში, მისი ფინანსები 1 წელიწადში 100 მილიონით გაიზრდება, ხოლო მომდევნო ზაფხულს „რეალისგან“ დამატებით 75 მილიონს მიიღებს, რაც თავისთავად მიმზიდველი ვარიანტია.
ამ ყველაფრის შემდეგ ხელფასის შემცირება, ლოტინისთვის „დიდი დარტყმა“ აღარ იქნება.
- 18 ივნისი 2023
- 2 114
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.